FinvoEnglish

Finvo

წესები და პირობები

მოქმედია 2026 წლის 9 ნოემბრიდან · ვერსია 2026-11-09

ეს პირობები განსაზღვრავს Finvo-ს გამოყენების წესს, ანგარიშის შექმნასა და ფასიანი პაკეტების შეძენის, შეცვლისა და განახლების პირობებს.

1. მომსახურების მიმწოდებელი

Finvo-ს მომსახურებას გთავაზობთ შპს „აითისოლუშენს“, საიდენტიფიკაციო კოდი 405332670. იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №11, ბინა 93. კითხვების, გადახდებთან დაკავშირებული საკითხებისა და საჩივრებისთვის მოგვწერეთ contact@finvo.ge-ზე.

2. Finvo-ს შესაძლებლობები

Finvo არის ბიზნესისთვის განკუთვნილი ვებპლატფორმა. მისი მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ კლიენტების, პროდუქტებისა და მომსახურებების კატალოგი, შექმნათ და გაუგზავნოთ კლიენტებს ინვოისები, ჩამოტვირთოთ PDF, აღრიცხოთ გადახდილი ხარჯები და ნახოთ ფულადი მოძრაობის ანგარიში. ანგარიში ეფუძნება Finvo-ში დადასტურებულ შემოსულ გადახდებსა და აღრიცხულ ხარჯებს.

შესაბამისი პაკეტით შესაძლებელია ინვოისის დიზაინის მორგება, განმეორებადი ინვოისების დაგეგმვა და მხარდაჭერილი ბიზნესსაბანკო ანგარიშების დაკავშირება. საბანკო კავშირის მეშვეობით შეგიძლიათ შემოიტანოთ ამონაწერი და დააკავშიროთ გადახდები ინვოისებთან. კავშირი დამოკიდებულია ბანკის ავტორიზაციასა და მომსახურების ხელმისაწვდომობაზე. Finvo არ ახორციელებს საბანკო გადარიცხვებს თქვენი სახელით.

Finvo-ს ანგარიშები ასახავს სისტემაში არსებულ ჩანაწერებს. საგადასახადო და სააღრიცხვო ვალდებულებების შესრულებასა და ჩანაწერების სისწორეზე პასუხისმგებელია თქვენი ორგანიზაცია.

3. ანგარიში და მონაცემები

ანგარიშის შექმნისას მიუთითეთ ზუსტი ინფორმაცია და დაადასტურეთ ელფოსტა. თუ ანგარიშს ორგანიზაციის სახელით ქმნით, უნდა გქონდეთ მისი წარმომადგენლობის უფლებამოსილება. დაიცავით ანგარიშზე წვდომის მონაცემები და დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ საეჭვო წვდომის შესახებ.

თქვენი ორგანიზაცია ინარჩუნებს უფლებებს მის მიერ ატვირთულ და შეყვანილ მონაცემებზე. Finvo ამ მონაცემებს ამუშავებს მომსახურების გასაწევად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. შეიყვანეთ მხოლოდ ის მონაცემები, რომელთა დამუშავების უფლებაც გაქვთ. Finvo-ში აკრძალულია უკანონო ქმედება და სხვა ანგარიშზე უნებართვო წვდომა.

4. პაკეტები და გადახდა

რეგისტრაციისას ანგარიშს ენიჭება უფასო Starter პაკეტი. Pro და Business ფასიანი პაკეტებია. ხელმისაწვდომი ფუნქციები, ლიმიტები, ვალუტა, გადახდის პერიოდულობა და ფასი მითითებულია პაკეტის გვერდზე. გადახდის დადასტურებამდე დაინახავთ გადასახდელ თანხას და განახლების პირობებს.

ბარათით გადახდა ხდება Flitt-ის გადახდის გვერდზე. ფასიანი პაკეტი აქტიურდება გადახდის დადასტურების შემდეგ. ავტომატური განახლებისთვის საჭიროა ცალკე თანხმობა. თანხმობის გაცემისას Flitt-ის მიერ შენახული ბარათის ტოკენი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეთანხმებულ თარიღებზე გადასახდელად. Finvo-ში შეიძლება გამოჩნდეს ბარათის ბოლო ოთხი ციფრი. Finvo არ ინახავს ბარათის სრულ ნომერს ან CVV კოდს. სატესტო რეჟიმში რეალური თანხა არ ჩამოიჭრება.

5. პაკეტის შეცვლა

6. ავტომატური განახლება და გაუქმება

ავტომატური განახლების გამორთვა შეგიძლიათ ანგარიშის გამოწერისა და გადახდების განყოფილებაში. ფასიანი ფუნქციები ხელმისაწვდომია უკვე გადახდილი პერიოდის ბოლომდე. ამის შემდეგ მოქმედებს Starter, თუ ახალი ფასიანი პაკეტი არ ამოქმედდა. თუ გადახდა უკვე მუშავდება, მისი შედეგი შეიძლება აისახოს საბოლოო თარიღზე.

ავტომატური განახლების ხელახლა ჩასართავად გადაამოწმეთ და დაადასტურეთ პაკეტი, ფასი, გადახდის ბარათი და შემდეგი გადახდის თარიღი. თავად ჩართვა დაუყოვნებლივ თანხას არ ჩამოჭრის. წარუმატებელმა გადახდამ შეიძლება შეაჩეროს ფასიანი პაკეტის განახლება. სტატუსი შეგიძლიათ ნახოთ ანგარიშში.

7. გადახდის სადავო საკითხები და დაბრუნება

თუ ამჩნევთ არასწორ ან განმეორებით ჩამოჭრას, ან გსურთ თანხის დაბრუნების მოთხოვნა, მოგვწერეთ contact@finvo.ge-ზე. მიუთითეთ ანგარიშის ელფოსტა, გადახდის თარიღი და თანხა. ბარათის სრული მონაცემები არ გამოგვიგზავნოთ. ავტომატური განახლების გამორთვა თავისთავად არ აუქმებს უკვე დადასტურებულ გადახდას. ეს პირობები არ ზღუდავს თანხის დაბრუნების, ხელშეკრულებაზე უარის თქმის ან სხვა სავალდებულო უფლებებს, რომლებიც მოქმედი კანონით გეკუთვნით.

თუ საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებლად ითვლებით, როგორც წესი, შეგიძლიათ დისტანციურ მომსახურების ხელშეკრულებაზე უარი თქვათ მისი დადებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, კანონით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით. ამ უფლებით სარგებლობისთვის ვადის ამოწურვამდე გამოგვიგზავნეთ ელფოსტით მკაფიო განცხადება ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ.

8. მომსახურებისა და პირობების ცვლილება

Finvo შეიძლება განახლდეს ფუნქციების, უსაფრთხოების ან სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად. მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოქვეყნდება ამ გვერდზე ან შეგატყობინებთ ანგარიშში თუ ელფოსტით. ახალ ფასს ან გადახდის ახალ პირობებს გაჩვენებთ შესაბამისი შეკვეთის ან ავტორიზაციის დადასტურებამდე. მოქმედი ფასიანი პერიოდის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ანგარიშში.

ამ პირობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. უთანხმოების შემთხვევაში შეგიძლიათ ჯერ მოგვმართოთ ელფოსტით, ხოლო დავის განხილვა შესაძლებელია კანონით განსაზღვრული წესით.

Finvo-ს მთავარ გვერდზე დაბრუნება